დანიელ ალვეში: დავიდ ვილიასა და ალექსის სანჩესს არ გავუშვებდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი დანიელ ალვეში მიიჩნევს, რომ კლუბმა ფორვარდები დავიდ ვილია და ალექსის სანჩესი არ უნდა გაყიდოს.

შეგახსენებთ, რომ არსებობს ჭორები, რომ ვილიათი "არსენალია" დაინტერესებული, ხოლო სანჩესის გადაბირება "ინტერსა" და "იუვენტუსს" სურთ.

"ყველაფერი ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, კი არ გავყიდდი ფეხბურთელებს, არამედ მხოლოდ გავაძლიერებდი პოზიციებს.

ძალიან გვიხარია, რომ გუნდში ისეთი ფორვარდები გვყავს, როგორებიცაა დავიდ ვილია და ალექსის სანჩესი. ისინი პროფესიონალები არიან და ეს ერთადერთი რამ არის მნიშვნელოვანი.

რას ვფიქრო
ბ ნეიმარის შესაძლო გადასვლაზე "ბარსელონაში"? მოდი, ჩემს აზრს არ გავახმაურებ.

არ მინდა ამ
თემაზე საუბარი, რადგა
ნ ყოველთვის ჩემი სიტყვების შემდეგ აურზაური იწყება", - თქვა ბრაზილიელმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული