შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს გადის ტრავმის შემდეგ, რომელიც პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მიიღო.
საპასუხო მატჩში მესი შეცვლაზე შევიდა, რის შემდეგ უკვე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
შესაძლოა ფორვარდმა "ლევანტესთან" ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩი გამოტოვოს, თუმცა მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის საბოლოოდ მზად იქნება.