ზინედინ ზიდანი - კარლო ანჩელოტის თანაშემწე "რეალში"?

AutoSharing Option
ესპანური მედიის ცნობით, ფლორენტინო პერესს სურს, რომ "რეალის" სამწვრთნელო შტაბში კარლო ანჩელოტი და ზინედინ ზიდანი შეკრიბოს.

პერესს იტალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიოს შემცვლელად სურს, რომელიც სავარაუდოდ, "ჩელსიში" წავა. თავად ანჩელოტიმ განაცხადა, რომ "რეალისგან" ჯერ არანაირი წინადადება არ მიუღია.

პერესს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ანჩელოტის თანხმობის შემთხვევაში, ზინედინ ზიდანი მის თანაშემწედ დანიშნოს. შეგახსენებთ, რომ ზინედინი ადრე "რეალის" სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: ჩემს მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული