კრიშტიანო რონალდომ "რეალში" მე-200 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" პრიმერას 36-ე ტურიდან გადმოტანილ თამაშში 6:2 გაანადგურა "მალაგა", რომელმაც თამაში 9 კაცით დაასრულა - ანდალუსიელებს სერხიო სანჩესი და მარტინ დემილეკისი გაუძევეს.

სხვათა შორის, ამ შეხვედრაში კრიშტიანო რონალდომ "რეალის" მაისურით მე-200 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა მანამდე პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა ვილი კაბალიეროს სეივი ტრავმად და მოედნის დატოვებად დაუჯდა.

თითო გოლი გაიტანეს რაულ ალბიოლმა, მესუთ იოზილმა, ქარიმ ბენზემამ, ლუკა მოდრიჩმა და ანხელ დი მარიამ.

მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა აიტორ კარანკამ თქვა:

"მწვრთნელის მისამართით სტვენა ჩვეულებრივი მოვლენაა. გულშემატკივრები აკეთებენ იმას, რასაც
საჭიროდ ჩათვლიან, ხოლო გუნდის თავკაცები თავიანთ შტაბთან ერთად ყველაფერს აკეთებენ კარგი თამაშისა და ბრწყინვალე შედეგის მისაღწევად. თუ გუნდში მოურინიო დარჩება, დავრჩები მეც. თუ არა, მაშინ ჩემი კარიერა შეიძლება სხვანაირად განვითარდეს. თუმცა ამ წუთში ამ საკითხზე არ ვფიქრობ"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
დიეგო სიმეონე: ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული