ჟოზე მოურინიო: ასეთი ცუდი სეზონი კარიერაში არ მქონია

AutoSharing Option
17 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში "ატლეტიკოსთან" დამარცხების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ასეთი სუსტი სეზონი კარიერაში არასდროს ჰქონია.

"კოპა დელ რეის" ფინალში, რომელიც 120 წუთს გაგრძელდა, "სამეფო კლუბი" 1:2 დამარცხდა და 2012/2013 წლების სეზონში, თუ არ ჩათვლით შარშან მოგებულ ესპანეთის სუპერთასს, ტიტულის გარეშე დარჩა.

"ეს ყველაზე ცუდი სეზონია ჩემს კარიერაში. ეს ფინალი ესპანეთის თასზე, ნახევარფინალი ჩემპიონთა ლიგაში, მეორე ადგილი ლა ლიგაში და სუპერთასი - ეს ყველაზე ცუდი შედეგია.

"რეალში" ყოფნის პირველ წელს სამეფო თასი მოვიგეთ, გავედით
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ვიბრძოლეთ. მომდევნო სეზონში ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ და კვლავ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გავედით, სადაც პენალტების სერიაში დავმარცხდით.

ეს წელი კი, თუკი შედეგებს გადავხედავთ, ჩავაფლავეთ. როდესაც ყველაფერი კარგადაა, ეს ყველასი ერთად და თითოეულის დამსახურებაა, მაგრამ როდესაც ყველაფერი ცუდადაა, აქ უკვე მწვრთნელია დამნაშავე.

სეზონი მნიშვნელოვანი ტიტულის გარეშე არასდროს დამისრულებია. ესპანეთის სუპერთასი - ეს მცირე წარმატებაა",
- აქვეყნებს პორტუგალიელის ნათქვამს Marca.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მადრიდელთა თავკაცმა კვლავაც უარყო ხმები, თითქოს "რეალიდან" მისი წასვლა გადაწყვეტილია.

"კონტრაქტი კლუბთან კიდევ სამი წლით მაკავშირებს. კლუბის პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად ჯერ არ დავმჯდარვარ და მასთან არც ჩემი მომავალი განმიხილავს.

ვფიქრობ, ბუნებრივია, ადამიანები ჩემი "ჩელსიში" წასვლის შემთხვევაში, გუნდში ანჩელოტის მოსვლაზე რომ საუბრობენ.

როდესაც სეზონი დასრულდება, პრეზიდენტთან ერთად ყველაფერს განვიხილავ და გულშემატკივრებიც შეიტყობენ, რა იქნება მომავალში",
- თქვა მოურინიომ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასეევე იხილეთ:
კოპა დელ რეი. ფინალი: "ატლეტიკომ" მოიგო, ჟოზე მოურინიო გააგდეს [VIDEO]
"ჩელსის" თანამშრომლებს უკვე გამოუცხადეს, რომ გუნდში ჟოზე მოურინიო ბრუნდება
სჭირდება თუ არა ლონდონის "ჩელსის" ჟოზე მოურინიო?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული