ოფიციალურად: "რეალში" ჟოზე მოურინიოს ერა დასრულდა!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამ სეზონის შემდეგ დატოვებს თავის პოსტს. ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა.

პერესის თქმით, კლუბი და მწვრთნელი შეთანხმდნენ იმაზე, რომ "ახლა დადგა სწორი მომენტი ურთიერთობის დასასრულებლად". მოურინიოსთან კონტრაქტის (2016 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში) ვადაზე ადრე გაწყვეტის ფინანსური დეტალები უცნობი დარჩა.

პერესმა ისიც განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის "რეალს" არ აქვს რომელიმე სხვა სპეციალისტთან წინასწარი შეთანხმება. "ჩვენ ამ პროცესს უახლოეს დღეებში დავიწყებთ", - განაცხადა "რეალის" პრეზიდენტმა.

მიმდინარე სეზონში მადრიდულმა კლუბმა ვერც ერთი
ტურნირი ვერ მოიგო, რომელშიც მონაწილეობას იღებდა. ესპანეთის ჩემპიონატში "რეალი" ბარსელონას" ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა; ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას, როცა "დორტმუნდთან" დამარცხდა; ესპანეთის თასის ფინალი კი მადრიდის "ატლეტიკოს" დაუთმო.

თითქმის არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მომავალი სეზონისთვის ჟოზე მოურინიო "ჩელსიში" დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიომ "ჩელსისთან" კონტრაქტი შეათანხმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული