ხოსეპ გვარდიოლა: მესის ხასიათი "ბარსელონაში" ატმოსფეროს აფუჭებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ესპანური გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის ხასიათის თვისებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, არგენტინელისადმი ნდობა მისმა თავდაჯერებულობამ განსაზღვრა.

"როცა "ბარსელონაში" ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა, ლეოს ეს ძალიან არ მოეწონა. მესის აწუხებდა ის ფაქტი, რომ ზლატანი უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა. მან პირდაპირ მომთხოვა, "მეცხრე ნომრის" პოზიციაზე დამეყენებინა.

დიახ, მესი უნიკალური ფეხბურთელია, მაგრამ ბევრ სიტუაციაში ბავშვივით იქცევა. მას ჯერ კიდევ ბევრი აუხდენელი ამბიცია აქვს.

რადგან მესის ყველაფრის უფლება აქვს, შესაძლოა, ამან შემატა მას თავდაჯერებულობა. შედეგად კი ამან დავიდ ვილიასთან და
სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კონფლიქტი გამოიწვია",
- თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემი აზრით,ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია,მაგრამ უდიდესი არა.ეს გამოჩნდა ჯერ ნაკრებში,როცა თითქმის ნოლამდე დაეცა და ეხლა ბაიერნთან თამაშის დროს.ძალიან ბევრს აკეთებს,მაგრამ მგონი მისი ფეხბურთ ქვემოთ წავა ახალი სეზონიდან.მესის ფანებმა უნდა მაპატიოთ,იმიტომ რომ არგენტინას ვგულშემატკივრობ 1978 წლიდან და ძაღლის ნაკბენივით მახსოვს მისი უნიათო თამაში ნაკრებში.მე მაგარი იმედი მქონდა,მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა.
kakoi
16:49 24-05-2013
0
როდის მსოფლიოზე? როცა არგენტინელების 14 გოლიდაც, 12 ან მესის ასით ან მის მიერ დარტყმულზე დამატებით გაიტანეს ?

თან რა პოზიციაზე ათამაშა იმ *** ? :D

არა,შენ ისე კი გეტყობა მაგარი ფანი რო ხარ არგენტინის ;)

ბოლო 2 წელიწადში თითქმის ყველა მატჩჭი რო გააქ ?

და ბაიერნთან პირველ მატში ტრავმირებულმა ითამაშა, და მეორე საერთოდ არ უთამაშია და რა შეეტყო მანდ ერთი ? :D
0

სიახლეები პოპულარული