"რეალმა" გვატემალაში საკუთარი აკადემიის ფილიალი გახსნა
AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" გვატემალაში საკუთარი აკადემიის ფილიალი გახსნა.
პროექტმა სტარტი ერთი წლის წინ აიღო, ხოლო გახსნის ოფიციალური ცერემონია ახლა გაიმართა.
სკოლაში 6-დან 17 წლამდე 357 ფეხბურთელი მოემზადება. აქვე გეტყვით, რომ "რეალის" 200 მსგავსი ფილიალი 65 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მომზადებულია Marca-ს მიხედვით