ლა ლიგა. XXXVII ტურის წინ: ტურის ეპიცენტრი "ანოეტა"

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური კვირას, ერთდროულად გაიმართება.

ბოლო ტურების მოტივაციაზე იმოქმედა ჯერ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომელმაც რამდენიმე კლუბს ევროლიცენზია ჩამოართვა, შემდეგ უეფას მოულოდნელმა შეწყალებამ, როცა "მალაგას" ევროთასებზე მონაწილეობის უფლება დაუბრუნეს. მაშ ასე, გუნდები სამი უმთავრესი მიზნისთვის იბრძვიან:

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ვაკანტური საგზურისთვის, ევროპალიგის სამი საგზურისთვის და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის.

გამოთხოვება ანოეტასთან
ჩემპიონთა ლიგის მე-4 საგზურისთვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძვის: "რეალ სოსიედადი" და "ვალენსია". მათ 62-62 ქულა აქვთ, თუმცა ეს განლაგება ბასკებს აწყობთ, სხვა მხრივ კი უპირატესობა ვალენსიელთა მხარესაა.
მხედველობაში გვაქვს უკეთესი სპორტული ფორმა, უფრო იოლი მეტოქე ამ ტურში და უცნაური სიტუაცია ბასკურ კლუბში, სადაც ასეთ მნიშვნელოვან დროს გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გაახმოვანა ფრანგმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ.

მაშ ასე, ფილიპ მონტანიე უკანასკნელად გაიყვანს "რეალ სოსიედადს" "ანოეტაზე", ხოლო ჟოზე მოურინიო უკანასკნელად გაუძღვება "რეალს" გასვლით მატჩში. უკვე ცხადია, რომ კომპრომისი ამ შეხვედრაში გამორიცხულია. თუკი ბასკურ კლუბს ფეხი დაუცდება, "ვალენსია" შინ "გრანადას" ხვდება და ამ შანსის გამოყენებას შეეცდება. "გრანადას" გადასარჩენად დარჩენილ ორ მატჩში მხოლოდ ქულა სჭირდება.

"რეალ სოსიედადის" ხელმძღვანელობამ სადისციპლინო კომიტეტში საჩივარი შეიტანა, რათა კარლოს ველასთვის "სევილიასთან" მიღებული ყვითელი ბარათი გაეუქმებინათ. ასეც მოხდა, მაგრამ მექსიკელი ალბათ მაინც ვერ ითამაშებს "სამეფო კლუბთან" ტრავმის გამო. ასევე საეჭვოა საყრდენი ნახევარმცველის, ასიერ ილიარამენდის თამაშიც. სტუმართა რიგებში არ იქნება რაფაელ ვარანი. სერხიო რამოსი და ჩაბი ალონსო მხოლოდ ტრენაჟორებზე ვარჯიშობენ და მათი თამაში საეჭვოა. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ალონსო "რეალ სოსიედადის" აღზრდილია.

"ვალენსიას" კიდევ ერთი დამატებითი მოტივაცია აქვს - "მესტალიას" 90 წელი შეუსრულდა. სხვათა შორის, პირველ მატჩში "ვალენსია" თანაქალაქელ "ლევანტეს" ამხანაგურად გაეჯიბრა. სხვათა შორის, სამწვრთნელო საკითხი "ვალენსიაც" უდგას - ერნესტო ვალვერდეს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობენ ის კი უარზეა. ესპანეთში ჭორი გავრცელდა, ვალვერდეს ტიტო ვილანოვას სკამს სთავაზობენო.

"მალაგას" გარანტია
ევროპალიგის ერთი საგზური ზემოთ აღწერილი კონკურენციის დამარცხებულს შეხვდება, მეორე - "მალაგასია" (რომლის გადასწრება "რაიო ვალეკანოს" კი შეუძლია, მაგრამ მას ლიცენზია ჩამოართვეს და ევროთასებზე ვერ იასპარეზებს). მესამე საგზურისთვის ბრძოლაში "ბეტისი" ფავორიტია, ის უშუალო კონკურენტებს ("სევილია" და "ხეტაფე" 47-47 ქულა) 5 ქულით უსწრებს. "ბეტისი" დარჩენისთვის მებრძოლ "სარაგოსას" მასპინძლობს და გამარჯვება ევროპალიგის საგზურს დაუბევებს. აი, ასე ერთი ხელის მოსმით შეცვალა უეფამ სიტუაცია.

დიდი ამბები ქვემოთ
დღეისათვის გასავარდნ ზონაში არიან: "სარაგოსა" (34 ქულა), "მალიორკა" (32) და "სელტა" (31). საფრთხის წინაშე არიან "ოსასუნა" (36) და "დეპორტივო" (35) ("გრანადას" საფრთხეზე ზემოთ ვილაპარაკეთ). "სელტა" უმოტივაციო "ვალიადოლიდს" ესტუმრება და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეინარჩუნებს შანსს, ფრეც კი მას სეგუნდა დივიზიონში დაბრუნებას გაუფორმებს. გავარდება "მალიორკაც" თუკი "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკოსთან" დამარცხდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი პამპლონაში გაიმართება, სადაც "ოსასუნა" "სევილიას" მასპინძლობს. სტუმრებს თეორიული შანსი ჯერაც შერჩათ, რომ თანაქალაქელებს წაართვან ევროსაგზური და ამიტომაც ბოლომდე იბრძოლებენ, ხოლო "ოსასუნას" გამარჯვების გარდა ნებისმიერი შედეგი საშინელ სიტუაციაში ჩააგდებს.

უმოტივაციო ბარსელონური დერბი
საოცარია, მაგრამ ფაქტია - ბარსელონური დერბი, რომელიც წესით, ტურის ცენტრალური მატჩი უნდა იყოს, ყველაზე უმოტივაციო შეხვედრაა ("ბილბაო"-"ლევანტესთან") ერთად. "ბარსელონა" დიდი ხნის წინათ გახდა ჩემპიონი და მას კვლავ არ ეყოლება ლეო მესი, ხოლო "ესპანიოლს" ევროლიცენზია ჩამორთმეული აქვს.

ლა ლიგა. XXXVII ტური

26 მაისი
ბილბაო-ლევანტე 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლაპორტი, ეკიზა, პერესი - ხუანფრანი, ბარკერო
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +7=1-3, (17-12)

ატლეტიკო-მალიორკა 22:00
დისკვალიფიკაცია: არისმენდი (მალ)
ტრავმა: ალვარო, ლოპესი, ჟ. ვიქტორი (მალ)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +10=8-9, (39-35)

ბეტისი-სარაგოსა 22:00
დისკვალიფიკაცია: პინტერი (სარ)
ტრავმა: პერკისი, მოლინა (?), ჩიკა (?), იგიებორი - ალამო, ობრადოვიჩი, სუკულინი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +13=7-10, (49-44)

ესპანიოლი-ბარსელონა 22:00
დისკვალიფიკაცია: ტეხერა (ესპ)
ტრავმა: ლონგო, მორენო (?), ალვარესი - მესი, პუიოლი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +5=12-25, (32-74)

ხეტაფე-ვალეკანო 22:00
დისკვალიფიკაცია: გონსალესი (ვალ)
ტრავმა: ბორხა, ტორესი, კოლუნგა - როდრი, ლეო კარილიო, ბანგურა, ტიტო, კასადო
ბოლო 6 მატჩი
+?=?-? +?=?-?
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +3=0-3, (8-9)

მალაგა-დეპორტივო 22:00
დისკვალიფიკაცია: პაბლო (დეპ)
ტრავმა: სანტა კრუსი (?), დემიკელისი (?) - მარჩენა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +1=8-12, (11-32)

ოსასუნა-სევილია 22:00
დისკვალიფიკაცია: ნანო - მორენო, რეიესი
ტრავმა: ლოლო, ფლანიო, ანანი, სისი, ნინო - ტროხოვსკი, მედელი (?), ფასიო (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +11=9-13, (28-34)

სოსიედადი-რეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ზურუტუზა, ელუსტონდო, ილიარამენდი (?), ველა - ვარანი, ალონსო (?), რამოსი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +8=8-18, (45-67)

ვალენსია-გრანადა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოსტა, პარეხო (?), ალვეში (?), ვალდესი (?) - იებდა, ბენიტესი, ფ. რიკო
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +3=0-0, (4-1)

ვალიადოლიდი-სელტა 22:00
დისკვალიფიკაცია: ხონი, ვილა (სელ)
ტრავმა: პარკი, ბერმეხო, მალიო, ალვარესი, ფერნანდესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +5=11-15, (30-48)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 46 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 34 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 20 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული