ბრაზილიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 27 მაისს გაფორმდება. ამის შესახებ ფეხბურთელმა საკუთარ "ტვიტერში" დაწერა.
ხელშეკრულება 5 წელზე იქნება გათვლილი. 21 წლის ფორვარდი "სანტოსში" 2009 წლიდან გამოდის.
"ფეხბურთელი ცნობილია საკუთარი ტექნიკით. ეს ბომბარდირი ნამდვილი კოშმარია ნებისმიერი დაცვისთვის. მისი თამაშის მანერის ხილვა ნამდვილი სიამოვნებაა.
ნეიმარის ნიჭი თვით პელემ აღიარა, რომლის მემკვიდრედ ითვლება ახალგაზრდა ფეხბურთელი", - წერია "ბარსელონას" ვებგვერდზე დადებულ განცხადებაში.