პელეს მემკვიდრე "ბარსელონაში"

AutoSharing Option
"ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ 21 წლის ნეიმარი კლუბის ახალი შენაძენია. "სანტოსის" ფორვარდი ახალ გუნდთან 5-წლიან ხელშეკრულებას 27 მაისს გააფორმებს.

მანამდე თავად ნეიმარმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მომავალ ხუთ სეზონს "ბარსელონაში" გაატარებს.

"ფეხბურთელი ცნობილია ბრწყინვალე ტექნიკური სტილით. ის ნამდვილი გოლეადორია და მეტოქე მცველების კოშმარი. მისი თამაშის სტილი ლამაზი სანახავია. ნეიმარის ტალანტი თავად პელემ დააფასა. ბევრის აზრით, სწორედ ნეიმარია პელეს მემკვიდრე თანამედროვე ფეხბურთში", - ვკითხულობთ, ცოტა არ იყოს და, უცნაურ განცხადებას "ბარსას" ოფიციალურ საიტზე.

26 მაისს, გვიან ღამით, ნეიმარი ბრაზილიის ჩემპიონატის გახსნის
მატჩში "ფლამენგოს" წინააღმდეგ დაემშვიდობა "სანტოსის" ფანებს.

მანამდე, პარასკევს, "სანტოსმა" გამოაცხადა, რომ ნეიმარის შესახებ ორ წინადადებას დათანხმდა და ახლა ფეხბურთელის ასარჩევი იყო, სად გადავიდოდა. ერთი "ბარსელონაა", მეორე, დიდი ალბათობით, "რეალი". ასე რომ, ნეიმარმა ისტორიული არჩევანი კატალონიელთა სასარგებლოდ გააკეთა.

ნეიმარის ფაქტ-ფაილი

1992 წლის 5 თებერვალი: დაიბადა მოგი დას კრუზესში (ბრაზილია)
2003: "სანტოსის" აკადემიის წევრი გახდა.
2006: მადრიდის "რეალში" იმყოფებოდა სინჯებზე.
2009: 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი "სანტოსში".
2010: "გუარანისთან" მატჩში გაიტანა 5 გოლი.
2011: 1963 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა "სანტოსს" ლიბერტადორესის თასი. "სანტოსთან" 2014 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი, იყო ფიფას "ოქროს ბუცის" კანდიდატი და მოიგო წლის საუკეთესო გოლის ნომინაცია.
2012: 20 წლისამ (დაბადების დღეზე) გაიტანა მე-100 პროფესიული გოლი. გახდა ლიბერტადორესის თასის ბომბარდირი. მეორედ გახდა სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი.
2013, 27 მაისი: ხელს მოაწერს "ბარსელონასთან" ხუთწლიან ხელშეკრულებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" ნეიმარის ტრანსფერი დაადასტურა, კონტრაქტი 27 მაისს გაფორმდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული