ნეიმარი "სანტოსს" ცრემლებით გამოეთხოვა

AutoSharing Option
26 მაისს (საქართველოს დროით, უკვე 27-ში) ბრაზილიის ჩემპიონატი დაიწყო. პირველ ტურში "სანტოსი" 0:0 დაუზავდა "ფლამენგოს". ეს 21 წლის ნეიმარ და სილვასთვის უკანასკნელი მატჩი იყო ბრაზილიურ კლუბში.

ნეიმარმა შეუცვლელად ითამაშა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მისი საზეიმო გაცილება მოეწყო.

ნეიმარმა პუბლიკას მიმართა და ცრემლები ვერ შეიკავა:

"ოცნების ახდენაა "ბარსელონაში" თამაში. ღმერთს ვემადლიერები, რომ ეს შესაძლებელი გახდა. ჩემთვის დიდი პატივია მესის, ინიესტას და ჩავის გვერდით თამაში. დიდად მადლიერი ვარ "სანტოსის", რომელსაც აქამდე ერთგულად ვემსახურე. ახლა კი უკვე "ბარსაზე" ვფიქრობ".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა "სანტოსის"
მაისურით 230 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასევე იხილეთ:
პელეს მემკვიდრე "ბარსელონაში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული