ტიტო ვილანოვა: მოხარული ვარ, რომ ნეიმარმა ფულს ფეხბურთი არჩია

AutoSharing Option
ნეიმარის გადაწყვეტილებას "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ ნიუ იორკიდან შინ დაბრუნებული ტიტო ვილანოვა დადებითად გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა, საინტერესოა, როგორ შეეგუება ნეიმარი ევროპაში თამაშს, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავეხმაროთ მას ადაპტაციაში. ის კი შეეცდება, "ბარსელონა" კიდევ უფრო დიდ კლუბად აქციოს.

მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელმა ამჯობინა სპორტული პროექტი ფინანსურს და "ბარსელონაში" გადმოვიდა.

ნეიმარის დამატება ჩვენთვის პრიორიტეტი იყო, რადგან შეტევის ხაზის გაძლიერება გვსურდა. "ბარსელონა" 2,5 წელიწადია, ყურადღებით აკვირდებოდა მის ზრდას"
.

შეგახსენებთ, რომ "სანტოსი" ორი კლუბის წინადადებას დათანხმდა: ერთი "ბარსა" იყო, მეორე, სავარაუდოდ,
"რეალი" და თავად ფეხბურთელს ჰქონდა ასარჩევად საქმე.

ტიტო ვილანოვამ 100-ქულიანი ზღვარის მიღწევის შანსზეც ისაუბრა. მოგეხსენებათ, ბოლო ტურის წინ "ბარსას" 97 ქულა აქვს.

"ეს, რა თქმა უნდა, ტიტული არ არის, მაგრამ სისულელე იქნებოდა, რომ ჩვენ არ გვეცადა 100 ქულის მიღწევა".

ასევე იხილეთ:
ნეიმარი "სანტოსს" ცრემლებით გამოეთხოვა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რობინიო რომ წამოიყვანეს სანტოსიდან უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ... რაც გამოვიდა ყველამ იცით. არა მგონია ნეიმარი უფრო მაღალ დონეზე ავიდეს...
Grisha
00:41 28-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული