"რა თქმა უნდა, საინტერესოა, როგორ შეეგუება ნეიმარი ევროპაში თამაშს, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავეხმაროთ მას ადაპტაციაში. ის კი შეეცდება, "ბარსელონა" კიდევ უფრო დიდ კლუბად აქციოს.
მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელმა ამჯობინა სპორტული პროექტი ფინანსურს და "ბარსელონაში" გადმოვიდა.
ნეიმარის დამატება ჩვენთვის პრიორიტეტი იყო, რადგან შეტევის ხაზის გაძლიერება გვსურდა. "ბარსელონა" 2,5 წელიწადია, ყურადღებით აკვირდებოდა მის ზრდას".
შეგახსენებთ, რომ "სანტოსი" ორი კლუბის წინადადებას დათანხმდა: ერთი "ბარსა" იყო, მეორე, სავარაუდოდ,
ტიტო ვილანოვამ 100-ქულიანი ზღვარის მიღწევის შანსზეც ისაუბრა. მოგეხსენებათ, ბოლო ტურის წინ "ბარსას" 97 ქულა აქვს.
"ეს, რა თქმა უნდა, ტიტული არ არის, მაგრამ სისულელე იქნებოდა, რომ ჩვენ არ გვეცადა 100 ქულის მიღწევა".
ასევე იხილეთ:
ნეიმარი "სანტოსს" ცრემლებით გამოეთხოვა