26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ, რომელიც ბოლოს სამ ზედმეტს გაცხრილავს.
როგორც მოსალოდნელი იყო, დელ ბოსკემ ნაკრებში იკერ კასილიასი გამოიძახა, ვისაც სეზონის განმავლობაში ყველანაირად მხარს უჭერდა, როცა "რეალის" კაპიტანი ჟოზე მოურინიომ მოიძულა.
მოულოდნელია სიაში ბენიატ ეჩებარიას (ბეტისი), რობერტო სოლდადოს (ვალენსია) და ხავი გარსიას (მანჩესტერ სიტი) გამოჩენა. შემადგენლობაში არ არიან ტრავმირებული კარლეს პუიოლი და "სევილიას" ფორვარდი (21 გოლი ლა
ესპანეთის ნაკრები
მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), პეპე რეინა (ლივერპული), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა).
მცველები: ნაჩო მონრეალი (არსენალი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), რაულ ალბიოლი (რეალი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), სერხიო რამოსი (რეალი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ალვარო არბელოა (რეალი).
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), სანტი კასორლა (არსენალი), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), ჩაბი ალონსო (რეალი), ჩავი ერნანდესი (ბარსელონა), ხავი მარტინესი (ბაიერნი), ხავი გარსია (მანჩესტერ სიტი), ბენიატ ეჩებარია (ბეტისი).
თავდამსხმელები: ხუან მატა (ჩელსი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), პედრო როდრიგესი (ბარსელონა), ხესუს ნავასი (სევილია), დავიდ ვილია (ბარსელონა), ფერნანდო ტორესი (ჩელსი), რობერტო სოლდადო (ვალენსია).
ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკე: ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ესპანეთის ნაკრებმა თამაშის სტილი შეცვალოს