ნეიმარი "ბარსელონას" 54 მილიონი ევრო დაუჯდა

AutoSharing Option
ნეიმარის ტრანსფერზე ბევრი დაიწერა, თუმცა ოფიციალურად არსად თქმულა, რამდენი გაიღო კატალონიურმა გრანდმა 21 წლის ტალანტის ხელში ჩასაგდებად.

"მარკას" ინფორმაციით, ნეიმარის ტრანსფერი "ბარსელონას" ისტორიაში მეორეა სიძვირით.

"მარკა" ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" ნეიმარის ხელმოწერა ჯამში 54 მილიონი ევრო დაუჯდება. აქედან "სანტოსს" (რომელიც ფეხბურთელის უფლებების 55%-ს ფლობდა) იმდენი ერგება, რამდენიც "ბარსამ" "შახტარს" დმიტრო ჩიგრინსკის სანაცვლოდ გადაუხადა (დაახლ. 25 მილიონი ევრო).

მოკლედ, ნეიმარის ტრანსფერი ახლოსაც ვერ მივიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერთან, რომელიც საერთო ჯამში 87 მილიონი ევრო დაჯდა (46 მილიონს პლუს სამუელ ეტოო და ჰლების იჯარა).

ნეიმარი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით. აგრეთვე, "ბარსელონა" ვალდებულია, 2 ამხანაგურ მატჩში შეხვდეს "სანტოსს".

"ბარსელონას" ტოპ-10 ტრანსფერი

1. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2009): 87 მლნ
2. ნეიმარი (2013): 54
3. დავიდ ვილია (2010): 40
4. დანი ალვეში (2008): 36
5. სესკ ფაბრეგასი (2011): 34
6. მარკ ოვერმარსი (2000): 30
7. ალექსის სანჩესი (2011): 26
8. დმიტრო ჩიგრინსკი (2009) 25
9. რონალდინიო (2003) 25
10. ხავიერ სავიოლა (2001) 25

ასევე იხილეთ:
ნეიმარი "სანტოსს" ცრემლებით გამოეთხოვა
ტიტო ვილანოვა: მოხარული ვარ, რომ ნეიმარმა ფულს ფეხბურთი არჩია
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ტრანსფერია ძალიან იმედია გაამართლებს
luka luka
16:53 27-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული