ერიკ აბიდალი: "ბარსელონადან" მივდივარ

AutoSharing Option
"ბარსელონას" 33 წლის ფრანგმა მცველმა ერიკ აბიდალმა გუნდიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

ფეხბურთელმა, რომელმაც სიმსივნეს ბრძოლა მოუგო და გადანერგილი ღვიძლით შეძლო სპორტში დაბრუნება, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

"მე მსურდა "ბარსელონაში" ასპარეზობის გაგრძელება, მაგრამ კლუბმა სხვანაირად გადაწყვიტა. ძალიან მინდა, რომ ამ ბოლო შეხვედრაში მწვრთნელმა რამდენიმე წუთით მაინც მათამაშოს, რომ "ბარსელონას" ფანებს დავემშვიდობო. "ბარსადან" მივდივარ, მაგრამ შეიძლება, კლუბში დავბრუნდე მომავალში. ჯერჯერობით არც ერთი წინადადება არა მაქვს", - განაცხადა აბიდალმა.

შეგახსენებთ, რომ აბიდალი "ბარსელონაში" 2007 წლიდან თამაშობს. 

ასევე იხილეთ:
ერიკ აბიდალს "ბარსელონამ" იმედი გაუცრუა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცია
dinamiti
19:50 30-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული