21 წლის ბრაზილიელის ოფიციალური წარდგენა 3 ივნისს მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის გადაბირება "რეალსაც" სურდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა "ბარსელონა" არჩია.
"რჩევა ღმერთს ვთხოვე და მან სწორი გადაწყვეტილება მიკარნახა. ამიტომ ავირჩიე "ბარსელონა". ეს იყო გულის სურვილი.
ვიცი, რომ ახალ გუნდში ადაპტაცია ადვილი არ იქნება, მაგრამ შევეცდები, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს", - თქვა ნეიმარმა.
მომზადებულია Sambafoot-ის მიხედვით