სეზონის განმავლობაში პუიოლმა რამდენიმე სერიოზული ტრავმა მიიღო, მარტში კი სულაც მუხლზე ოპერაცია დასჭირდა.
კონტრაქტი ფეხბურთელს "ბარსელონასთან" 2016 წლამდე აკავშირებს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, მცველმა კარიერა გაცილებით ადრე დაასრულოს.
"ახლა ჩემი ამოცანაა, მომავალ სეზონს მზადყოფნაში შევხვდე, - თქვა პუიოლმა, რომელმაც "მილანში" შესაძლო გადასვლაზე ხმებზეც ისაუბრა. - მინდა "ბარსელონაში" დავრჩე, რომელთანაც კონტრაქტი კიდევ სამი წლით მაკავშირებს და თუკი შესაძლებლობა მექნება, გავახანგრძლივებ კიდეც მას.
ყოველთვის ვამბობდი, რომ 40
მე კი ვეცდები, რაც შეიძლება მალე შევძლო მოედანზე დაბრუნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი მუხლზეა დამოკიდებული".
ამასთან, 35 წლის მცველს ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობაზეც ჰკითხეს.
"შარშანდელი ოპერაციის შემდეგ არ ვიცოდი, გაუძლებდა თუ არა დატვირთვას მუხლი. გამიჭირდა. ოპერაციის შემდეგ დისკომფორტს ვგრძნობდი და ყოველი მატჩი ტრავმად მიჯდებოდა.
ვნახოთ, რა იქნება მომავალ სეზონში. იმედია, უკეთესად ვიქნები. ახლა ნაკრებზე საუბარი ნაადრევია, რადგამ ჯერ არ ვიცი, შევძლებ სათანადოდ თამაშს და მოისურვებს თუ არა მწვრთნელი ჩემს გამოძახებას", - აქვეყნებს პუიოლის სიტყვებს Football Espana.
ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანი: კარლეს პუიოლი "მილანისთვის" ასაკოვანია
აღშფოთებული კარლეს პუიოლი "ბარსელონადან" მიდის
დღის სუპერგოგონა: კარლეს პუიოლის ულამაზესი მეორე ნახევარი