სარაგოსა-ატლეტიკო 1:3 - კურტუა ლა ლიგის საუკეთესო მეკარეა [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 38-ე ტურში მადრიდის "ატლეტიკომ" "სარაგოსა" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

საბოლოო ჯამში ლა ლიგის 2012/13 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე "ატლეტიკოს" გოლკიპერი ტიბო კურტუა გახდა, რომელმაც ცნობილი ესპანელი მეკარის რიკარდო სამორას ჯილდო მიიღო.

ეს ჯილდო მატჩში საშუალოდ ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლის ავტორს ეძლევა.

ბელგიელმა მეკარემ 37 შეხვედრაში 30 გოლი გაუშვა (მატჩში 0.81)

აღნიშნული ტიტული "მარკას" მიერ არის დაწესებული და იმ მეკარეებს შორის თამაშდება, რომლებმაც ჩემპიონატში მინიმუმ 28 მატჩი ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ 4 წელი ზედიზედ ამ ჯილდოს "ბარსელონას" მეკარე ვიქტორ ვალდესი იგებდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული