"სამეფო კლუბის" საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარადა, რადგან ფლორენტინო პერესы კონკურენტი არ ჰყოლია.
პრეზიდენტობის კანდიდატურაზე განაცხადის მიღების ვადა პირველ ივნისამდე გრძელდებოდა, თუმცა არავინ მოისურვა პერესისთვის კონკურენცია გაეწია.
გამომდინარე აქედან, "რეალის" საარჩევნო კავშირს სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა და 2 ივნისის შუა ღამეს ფლორენტინო პერესი კლუბის პრეზიდენტად დაამტკიცა.
პერესის ინაუგურაცია, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლოაბში კლუბს უხელმძღვანელებს, 4 ივნისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.
პირველად პერესმა "რეალის" პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილოება 1994 წელს მიიღო, თუმცა მაშინ რამონ მენდოასთან
2000 წელს კი მან საკუთარ მიზანს მიაღწია და არჩევნებში ლორენცო სანსას აჯობა. 4 წლის შემდეგ პერესი კვლავ გადაირჩიეს, მაგრამ 2006 წელს თანამდებობიდან გადადგა ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის "არსენალთან" და ესპანეთის ჩემპიონატში "მალიორკასთან" მარცხის გამო.
2009 წელს დონ ფლორენტინო "სამეფო კლუბში" დაბრუნდა და მაშინაც, როგორც ახლა მას კონკურენტი არ ყჰოლია - ყველა კანდიდატმა არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.