ამის შესახებ "ღამურების" პრეზიდენტმა ამადეო სალვომ განაცხადა. მისი თქმით, ჯუკიჩთან, რომელიც ბოლო დრომდე "ვალიადოლიდში" მუშაობდა, კონტრაქტი ორი წლით გაფორმდება.
ამ ყველაფერს წინ "ვალენსიას" თავკაცის თანამდებობიდან ერნესტო ვალვერდეს წასვლა უძღოდა, რომელმაც გადადგომის შესახებ ჩემპიონთა ლიგის საგზურის ვერმოპოვების შემდეგ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ჯუკიჩს "ვალენსიას" ღირსება ფეხბურთელობის დროს, თითქმის შვიდი წლის განმავლობაში დაუცვია. ამ გუნდთან ერთად სერბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა.
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. ბოლო ტური: ზღვარგადასული ემოციები