ჟოზე მოურინიო: ჟურნალისტებმა ჩემ წინააღმდეგ ნამდვილი ომი გააჩაღეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ქომაგებთან და ფეხბურთელებთან მის კონფლიქტში დამნაშავენი ჟურნალისტები არიან.

მისი თქმით, მან თავი ვერ შეიკავა.

"ჟურნალისტებმა ჩემ წინააღმდეგ ნამდვილი ომი გააჩაღეს. საბოლოო ჯამში, მათ თავისას მიაღწიეს, რადგან თავი ვერ შევიკავე და პროვოკაციებს ავყევი, რამაც გამოიწვია გულშემატკივრების სტვენა ჩემი მისამართით და ფეხბურთელებთან ურთიერთობების დაძაბვა",
- თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ "რეალთან" კონტრაქტი ვადამდე ადრე გაწყვიტა და ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული