ჟოან ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ესპანური კლუბის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, რომელიც 2016 წელს ჩატარდება.

"მზად ვარ, კვლავ გავხდე "ბარსელონას" პრეზიდენტი. ადამიანების მხარდაჭერა მაქვს, რომლებიც კლუბის წარმატებული განვითარების მოდელს აღადგენენ.

ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო და ეს ადრეც გამიკეთებია. ვიცი, რა იქნება კლუბისთვის საუკეთესო. არჩევნებისთვის მზად ვარ.

როსელი? წარმატების მისაღწევად მან და მისმა გუნდმა გაანადგურეს ყველაფერი, რაც ჩვენ შევქმენით.

მათ მოხსნეს კრუიფი საპატიო პრეზიდენტის თანამდებობიდან, შეცვალე
ს სპონსორული მოდელი და გააკეთეს ყველაფერი, რომ გვარდიოლას კლუბი დაეტოვებინა", - თქვა
ლაპორტამ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოაშორე ეგ დებილი თორე დაღუპავს ბარსას Laporta Vamos
Fibonacci
19:58 07-06-2013
0

სიახლეები პოპულარული