რესტორანში კარლეს პუიოლს ბრაზილიელი ჟურნალისტი ფანი ეგონა და გული გადაუშალა

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანი კარლეს პუიოლი კომიკურ სიტუაციაში მოხვდა - მან უნებურად გათქვა კლუბის საიდუმლო, რომ დავიდ ვილია "ბარსელონადან" მიდის.

მართალია, ამას პრესა ისედაც კარგა ხანია ამტკიცებს, მაგრამ კატალონიურ კლუბში არასოდეს დაუდასტურებიათ. კაპიტანს კი ეს ნიუ იორკის რესტორანში წამოსცდა...

კარლესი ნიუ იორკის ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა, როცა მასთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და "ბარსელონას" შესახებ გამოკითხვა დაუწყო.

ფეხბურთელს ეგონა, რომ მის წინაშე ერთ-ერთი ფანი იყო და გულითადი საუბარი გაუბა და საკმაოდ საინტერესო ამბებსაც მოუყვა, მათ შორის, ვილიას წასვლაზეც.

აღმოჩნდა, რომ ის ახალგაზრდა კაცი ბრაზილიელი
ჟურნალისტი ფაბიო სორმანი იყო.

თავად ვილია კი ამტკიცებს, რომ კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელება სურს და მისი საკითხი კონფედერაციათა თასის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

ასევე იხილეთ:
აღშფოთებული კარლეს პუიოლი "ბარსელონადან" მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული