ჟოზე მოურინიოს გამო იკერ კასილიასსა და ალვარო არბელოას შორის ძველი მეგობრობა აღარ არის

AutoSharing Option
ესპანურ პრესასთან საუბარში მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა რაულ ალბიოლმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, გუნდის კაპიტან იკერ კასილიასსა და ალვარო არბელოას შორის ძველი მეგობრობიდან თითქმის არაფერი დარჩა. ამის მიზეზი კი არბელოას დამოკიდებულება ყოფილა ჟოზე მოურინიოსადმი.

მოგეხსენებათ, რომ ალვარო ბოლომდე ჟოზეს მომხრეთა შორის დარჩა და მისი წასვლის შემდეგ "რეალის" ფეხბურთელები გააკრიტიკა, მწვრთნელს ბოლომდე არ მიჰყვნენო.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: კასილიასი მზად არაა, ლოპესი შეცვალოს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგარი კაცი ყოფილა არბელოა.
Georgi
10:59 08-06-2013
0

სიახლეები პოპულარული