"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა "ატლეტიკის" ინტერესებში ცვლილებებია. ვინ შეცვლის მარსელო ბიელსას, ჯერ არ გადაგვიწყვეტია", - განაცხადა "ბილბაოს" პრეზიდენტმა ჟოზე ურუტიმ.
ბიელსა 2 სეზონი ხელმძღვანელობდა ბასკურ გუნდს, პირველში მან გუნდი ევროპალიგის და ესპანეთის თასის ფინალში გაიყვანა, მეორეში კი "ატლეტიკი" ყველა ფრონტზე ჩაფლავდა. ლა ლიგაში გუნდმა მე-12 ადგილი დაიკავა.
სხვათა შორის, გუნდიდან გაუშვეს ლა ლიგის კიდევ ერთი მწვრთნელი - "ლევანტემ" ხუან იგნასიო მარტინესი გაუშვა. მის ნაცვლად კი ხოაკინ კაპაროსი დანიშნა.