ბილბაოში "სან მამესის" სტადიონის ნგრევა დაიწყო

AutoSharing Option
ბილბაოს ასწლოვან სტადიონს, "სან მამესს", რომელსაც ესპანეთში საფეხბურთო კათედრალს უწოდებენ, ამწე მიადგა და სტადიონის დანგრევა დაიწყო.

უკვე მორღვეულია სტადიონის ფასადი, ხოლო ფანებს უფლება მიეცათ, სამახსოვროდ ნატეხები სახლში წაიღონ. სტადიონის დანგრევის პროცესი აგვისტოს ბოლომდე გასტანს.

"ბილბაო" კი "სან მამეს ბარიაზე" (ახალი "სან მამესი" ბასკურად) ითამაშებს, რომელიც 53 ათას მაყურებელს დაიტევს.

ახალი სტადიონი ძველის გვერდით მდებარეობს. როგორც კი ტრიბუნების სამი მეოთხედი გაიმართება, "ბილბაო" მეტოქეებს იქ მიიღებს, ეს კი 2013 წლის სექტემბრიდან მოხდება. მანამდე ბასკური კლუბი მეტოქეებს სან სებასტიანში "ანოეტაზე" უმასპინძლებს, სტადიონზე, რომელიც
"რეალ სოსიედადის" კუთვნილებაა.

Sportall.Ge

ძველი და ახალი "სან მამესი" (ფოტო რამდენიმე თვის წინანდელია)

Sportall.Ge

ასეთი იქნება ახალი "სან მამესი" ღამით

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXXI ტურის შეჯამება და სიმბოლური: გამოთხოვება "კათედრალთან"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული