ესპანეთის სპორტის მინისტრი: მესი? კანონის წინაშე ყველა თანაბარია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ესპანეთში ლიონელ მესი და მამამისი სკანდალში გაეხვნენ, მათ გადასახადების დამალვა ბრალდებათ. 2007-09 წლებში არგენტინელმა მამა-შვილმა საერთო ჯამში 4 მილიონი ევრო დაუმალა ესპანეთის სახელმწიფოს.

ამასთან დაკავშირებით, ლიონელმა და მისმა მამამ, ხორხე ორასიო მესიმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ითქვა, რომ ისინი ყოველთვის ზედმიწევნით იცავდნენ წესებს:

"ჩვენ ახლახან შევიტყვეთ, რომ საგადასახადო სტრუქტურა გვიჩივის. ეს ძალიან უცნაური ინფორმაციაა, რადგან არასოდეს დაგვირღვევია კანონი და ყველა გადასახადი წესის მიხედვით გადავიხადეთ", - დაიწერა ლეო მესის პირად გვერდზე "ფეისბუქზე".

ამასობაში ესპანეთის სპორტის მინისტრმა ხოსე იგნასიო ვერტმა განაცხადა,
რომ ლეო მესის შემთხვევა განსაკუთრებულად არ უნდა იყოს მიღებული, რადგან კანონის წინაშე ყველა თანაბარია.

"გამოძიება ახლახან დაიწყო და დაველოდოთ მის შედეგებს. ახლა კი მხოლოდ ერთი რამის განცხადება შემიძლია: კანონის წინაშე ყველა თანაბარია, თუნდაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმცია არ უნდა დავივიწყოთ, ახლა ის მესის მხარესაა".

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი და მისი მამა გადასახადების დაფარვაში არიან ეჭვმიტანილნი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული