იოჰან კრუიფი: ლეო მესი და ნეიმარი ისე არიან, როგორც "ადიდასი" და "ნაიკი"

AutoSharing Option
ესპანური პრესის მტკიცებით, "ბარსელონას" ყოფილ თავკაც იოჰან კრუიფს მიაჩნია, რომ ლიონელ მესი და ნეიმარი ერთ გუნდში ვერ შეეწყობიან.

კრუიფი ჯერ კიდევ ნეიმარის შეძენამდე ამბობდა, რომ არ მიესალმებოდა ამ ტრანსფერს. ახლა კი საოცარი შედარება მოიყვანა:

"მაინც უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ნეიმარი "ბარსელონაში" ადაპტაციას. ახლა, როცა მთელი მსოფლიო ამ ტრანსფერით აღფრთოვანებულია, ვინც საქმის აზრზეა, დროს ითხოვს. მთავარია, ნეიმარზე არ იყოს ფსიქოლოგიური ზეწოლა.

როცა მესისა
და ნეიმარზე ვლაპარაკობთ, შეიძლება გავიხსენოთ "ადიდასი" და "ნაიკი". ამ ორის ერთად თამაშში პრობლემები შესაძლებელია, თუმცა
ალბათ გამოსავალიც არსებობს"
.

ასევე იხილეთ:
იოჰან კრუიფი: ტიტო ვილანოვა უნდა გადადგეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული