ტიაგო ალკანტარამ და ტიტო ვილანოვამ იჩხუბეს?

AutoSharing Option
ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ ტიაგო ალკანტარა შეხვდა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას და მას გუნდიდან გაშვება სთხოვა.

პრესა ირწმუნება, რომ ტიტოსთან ახალგაზრდა ფეხბურთელის საუბარი საკმაოდ გულახდილი და დაძაბული ყოფილა. შედეგი არც ერთ მხარეს არ მოეწონა, ამიტომ ფეხბურთელმა მტკიცედ გადაწყვიტა, დატოვოს "ბარსა".

ამბობენ, რომ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი მადრიდის "რეალს" სურს, თუმცა ამას წინათ ფლორენტინო პერესმა პირობა დადო, რომ "ბარსელონას" ზურგს უკან არ იმოქმედებს.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი" ტიაგო ალკანტარას სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული