მესის საქმეზე პროკურატურა 2010-12 წლებითაც დაინტერესდა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ლეო მესი და მისი მამა ასე იოლად ვერ გადაურჩებიან ფინანსურ სკანდალს - პროკურატურა ახლა 2010-12 წლების საგადასახადო დეტალებით დაინტერესდა.

ლეოსა და მამამისზე ეჭვი აქვთ, რომ 2007-09 წლებში, საერთო ჯამში, სახელმწიფოს 4,1 მილიონი ევრო დაუმალეს.

ცნობილი გახდა დეტალებიც: ლეო მესი და მამამისი ყიდდნენ ფეხბურთელის ფოტოს პროდუქტზე გამოყენების უფლებას სხვადასხვა ფირმაზე, რომლებიც ბელიზსა და ურუგვაიშია რეგისტრირებული.

ახლა პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ მათ ასეთივე დანაშაული მომდევნო წლებშიც აქვთ ჩადენილი.

ასევე იხილეთ:
ესპანეთის სპორტის მინისტრი: მესი? კანონის წინაშე ყველა თანაბარია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული