ლეო მესის მამა: ჩვენ სასტიკად გვექცევიან

AutoSharing Option
ლიონელ მესის მამამ, ხორხე ორასიო მესიმ განაცხადა, რომ მისსა და მისი შვილის სკანდალურ საქმეზე ზოგიერთი გამოცემა ურცხვად იქცევა და მათ სასტიკად ეპყრობა.

მან ასევე განაცხადა, რომ ესპანეთის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.

ხორხე და "ოქროს ბურთის" 4-გზის მფლობელი სასამართლოში 17 სექტემბერს უნდა გამოცხადდნენ. ისინი სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვაში არიან ეჭვმიტანილნი. ლაპარაკია, 4,1 მილიონ ევროზე.

"ყველას გარწმუნებთ, რომ ლეო ყოველწლიურად პატიოსნად იხდის გადასახადებს. ჩვენ ჩვენს სიმართლეს კი დავამტკიცებთ, მაგრამ გულს მწყვეტს მედიის ზოგიერთი გამოცემის საქციელი.

მათ ნამდვილი კამპანია დაიწყეს ჩვენ წინააღმდეგ. რომელიც
ჭორების აგორებით და ირგვლივ სიძულვილის ატმოსფეროს შექმნით გამოიხატება. ეს სისასტიკეა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რას მოვიმოქმედებთ, როცა ყველაფერი ჩაივლის"
, - განაცხადა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მამამ.

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: ლიონელ მესი ბრალდებულია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული