ჩავი: კასილიასი მოურინიოსგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავიმ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იკერ კასილიასს უსამართლოდ მოექცა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შუა პერიოდში კასილიასმა ტრავმის გამო ძირითადში ადგილი დაკარგა.

"იკერს ვუთანაგრძნობ, რადგან მან არ დაიმსახურა ასეთი მოპყრობა და მე ვხედავ, როგორ იმოქმედა ამან მასზე.

იკერთან ხშირად ვსაუბრობდი.

საქმე იმაშიც კი არაა, რომ ის ვერ თამაშობდა, არამედ კომენტარებში, რომელიც პრესაში კეთდებოდა. მას პატივისცემით არ ექცეოდნენ.

როგორ შეეძელო მოურინიოს ეთქვა, რომ შეცდომა იყო ახალი მეკარის რამდენიმე წლით ადრე არ გადაბირება? ალბათ მას დაავიწყდა,
რომ იკერმა ვალენსიაში "რეალს" ესპანეთის თასი მოაგებინა საკუთარი ბრწყინვალე სეივებით",
- თქვა ჩავიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული