"ალმერიას" ფეხბურთელებმა ლა ლიგაში დაბრუნება პრეზიდენტის ჯაკუზიში ჩაგდებით აღნიშნეს

AutoSharing Option
საბოლოოდ დაკომპლექტდა 2013/14 წლების ლა ლიგა. პლეი ოფის ფინალურ მატჩებში ანდალუსიელებმა ულაპარაკოდ აჯობეს კატალონიურ "ჟირონას". სტუმრად 1:0 მოუგეს, შინ კი - 3:0.

გახარებულმა ფეხბურთელებმა გასახდელში აღნიშვნისას კლუბის პრეზიდენტი ალფონსო გარსია ჯაკუზიში ჩააგდეს. შემდეგ კი თავადაც მიჰყვნენ.

სტადიონიდან გამოსულმა გუნდმა ქალაქი ავტობუსით მოიარა, რომელზეც დიდად ეწერა: "გმადლობთ, ჩვენი გულშემატკივრობისთვის".

ასევე იხილეთ:
"ვილიარეალი" დაბრუნდა -"ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ლა ლიგაში ამოყვინთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული