ვიქტორ ვალდესი: ესპანეთში ნაღადად აღარ ვითამაშებ და სულ ერთია, იტალიაში წავალ, გერმანიაში, ჩინეთსა თუ რუსეთში

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარე ვიქტორ ვალდესმა, რომელიც შესაძლოა მომავალი წლიდან თავისუფალი აგენტი გახდეს, თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ბარსელონას" კარს უკვე 12 წელია ვიცავ, ამ კლუბში გატარებული ერთი წელი კი ორს უდრის. ასე რომ, ფსიქოლოგიურად გამოფიტული ვარ.

წინ კიდევ ერთი წელიწადი მაქვს, რათა ახალ კლუბთან დაკავშირებით ჩამოვყალიბდე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ესპანეთში არ ვითამაშებ.

საით წავალ - იტალიაში, გერმანიაში, ჩინეთში, რუსეთში თუ ოკეანის გაღმა, ჩემთვის სულ ერთია",
- აქვეყნებს ვალდესის ნათქვამს El Pais.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული