რობერტო კარლოსი: ფლორენტინო პერესმა ნეიმარის დაყოლიება მთხოვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ მას პირადად ფლორენტინო პერესმა სთხოვა, ნეიმარი მადრიდის "რეალში" გადასვლაზე დაეთანხმებინა.

თურქული "სივასპორის" მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიურ პრესას განუცხადა, რომ ის ბევრს ეცადა, მაგრამ ნეიმარი ვერ დაიყოლია.

"მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, მაგრამ თავიდანვე ჩანდა, რომ ნეიმარის გული "ბარსელონას" ეკუთვნოდა", - განაცხადა რობერტო კარლოსმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ნეიმარის სანაცვლოდ 57 მილიონი ევრო გადაიხადა.

ასევე იხილეთ:
რობერტო კარლოსი: "ანჟი" მალე "რეალის" და "ბარსელონას" დონის გახდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული