ლიონელ მესი ესპანეთის ხაზინაში კიდევ 15 მილიონ ევროს გადარიცხავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის საგადასახადო სამსახურის ანგარიშზე კიდევ 15 მილიონ ევროს გადარიცხავს.

არგენტინელმა ფორვარდმა და მისმა მამამ გადაწყვიტეს, სასამართლოს არიდების მიზნით ჯამში 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ივნისში მესი და მამამისი ხორხე გადასახადების დამალვაში დაადანაშაულეს. საუბარი 4 მილიონ ევროზეა. მამა და შვილი ბარსელონას სასამართლოში ჩვენების მისაცემად 17 სექტემბრისთვის არიან დაბარებულნი.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-წლიანი პატიმრობა და 24.6 მილიონი ევროს ჯარიმა ემუქრებათ.

აქვე გეტყვით, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესიმ ესპანეთის ხაზინაში 10 მილიონი ევრო უკვე გადარიცხა.

ასევე იხილეთ:
ლეო მესიმ
ბოლო დღეებში 10 მილიონი ევრო გადაიხადა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული