ვისენტე დელ ბოსკე: იტალია თამაშს აკონტროლებდა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ იტალიის ეროვნულ გუნდთან კონფედერაციათა თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს და ფინალში ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

"არაფერია ცუდი იმაში, რომ გუნდმა მოედანზე 120 წუთი გაატარა. ფეხბურთელები მიჩვეულები არიან კვირაში ორი მატჩის თამაშს. ამიტომ ეს დატვირთვა მათთვის რთული არ იქნება. რამდენიმე დღე გვაქვს, რომ ძალები აღვიდგინოთ.

რაც შეეხება თამაშს, ის ძალიან შთამბეჭდავი იყო და შეიძლება ითქვას, იტალია მატჩის მიმდინარეობას აკონტროლებდა. საბოლოო ჯამში ფინალში ჩვენ გავედით, რაც ძალიან მიხარია.

ახლა ბრაზილიის ნაკრებს უნდა შევხვ
დეთ, რომელიც ფავორიტის როლში იქნება, თუმცა შევეცდებით, მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ", - თქვა დელ ბოსკემ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-იტალია 0:0 (7:6) - უფრო იღბლიანი "ფურია როხა" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული