იკერ კასილიასი: პენალტების სერია ლატარიაა და ჩვენ გაგვიმართლა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მეკარემ იკერ კასილიასმა იტალიის ეროვნულ გუნდთან კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ აღიარა, რომ მეტოქემ მის გუნდს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

შეგახსენებთ, რომ ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ესპანელებმა ანგარიშით 7:6 იმარჯვეს. კასილიასი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"გამარჯვება ძალიან რთული იყო, რადგან იტალიელები კარგად თამაშობდნენ.

ჩვენც ვაწუხებდით ბუფონს, მაგრამ მეტოქემაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა.

რაც შეეხება პენალტების სერიას, ეს ლატარი
აა და ჩვენ გაგვიმართლა. ძალიან დავიღალეთ და ახლა უნდა დავისვენოთ.

"მარაკანაზე" ბრაზილიასთან მატჩი გველის და
შევეცდებით, მოვიგოთ",
- თქვა კასილიასმა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge



მომზადებულია AS-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-იტალია 0:0 (7:6) - უფრო იღბლიანი "ფურია როხა" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული