პროკურატურა უარყოფს: ლეო მესის არ გავრიგებივართ

AutoSharing Option
ქალაქ ბარსელონას პროკურატურამ უარყო ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, ლიონელ მესისთან და მის მამასთან, ხორხე ორასიო მესისთან გარიგებას მიაღწია.

პროკურატურის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ იცის, საიდან გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს, ლეო მესი 15 მილიონ ევროს გადაიხდის და სამართლებრივი დევნისგან განთავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ მესის და მის მამას 2007-09 წლებში 4,1 მილიონი ევროს გადასახადის დამალვაში ედებათ ბრალი. სასამართლო პროცესი 17 სექტემბერს ქალაქ გავაში გაიმართება, სადაც ცხოვრობს "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი ესპანეთის ხაზინაში კიდევ 15 მილიონ ევროს გადარიცხავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული