ანდრეს ინიესტამ ბავშვობის გუნდი კიდევ ერთხელ იხსნა

AutoSharing Option
კასტილიურ კლუბ "ალბასეტეს" ძალიან გაუმართლდა, რადგან ბავშვობაში მის ღირსებას ანდრეს ინიესტა იცავდა. რომ არა "ბარსელონას" 29 წლის ნახევარმცველი "ალბასეტე" არსებობას შეწყვეტდა.

ანდრესი კატალონიელი არ არის, ის კასტილია ლა-მანჩას პროვინციაში დაიბადა, ქალაქ ალბასეტეს სიახლოვეს. 12 წლის ასაკში ის უკვე "ბარსელონას" "ლა მასიაში" ჩაირიცხა, მანამდე 2 წელი კი პატარა ანდრესი ბურთს "ალბასეტეს" ბავშვთა გუნდში აგორებდა.

მიუხედავად ამის, ანდრესმა არ დაივიწყა ყოფილი გუნდი, 2011 წელს მისი მთავარი აქციონერი გახდა და კლუბის დავალიანება ფეხბურთელებისადმი, რის გამოც ის კოტრდებოდა სრულად გადაიხადა. ეს კი 420 ათასი
ევრო იყო.

მესამე დივიზიონში მოთამაშე "ალბასეტეს" კიდევ ერთხელ დაემუქრა საფრთხე, გუნდს სასწრაფოდ უნდა გადაეხადა 240 ათასი ევრო, თორემ მე-4 დივიზიონში დააქვეითებდნენ. ამჯერადაც, ანდრესმა გამოიჩინა გულისხმიერება და კიდევ ერთხელ იხსნა კლუბი.

"ალბასეტე" 2005 წელს გავარდა პრიმერა დივიზიონიდან და მასე მერე მისი საქმე უკან მიდის.

არადა, "ალბასეტეს" სხვა ვარსკვლავებიც ყოლია: ისმაელ ურსაისი, სალვა, ფერნანდო ნავარო, ფერნანდო მორიენტესი, ხოსე მოლინა, ივან ელგერა, ხოსე ანტონიო კამაჩო, კარლოს როა, ზაგო, მარკ გონსალესი და სხვები.

ასევე იხილეთ:
ანდრეს ინიესტა: ხესუს ნავასის შეჩერება შეუძლებელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული