სეგუნდა დივიზიონის პლეი ოფის მოგების შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ანდალუსიურ კლუბს ხავი გრასია დატოვებდა, მაგრამ პარასკევს 43 წლის სპეციალისტმა გამოაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ვერაფრით შეუთანხმდა ახალ კონტრაქტზე და "ალმერიადან" მიდის.
ნავარელი სპეციალისტი 35 წლის ფრანსისკო ხავიერ როდრიგეს ვილჩესმა შეცვალა, რომელსაც ესპანეთში მოკლედ ფრანსისკოს ეძახიან. მას "ალმერიას" ხელმძღვანელობამ 1-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
ფრანსისკო ალმერიელია, ფეხბურთელობისას ფორვარდი იყო და ძირითადად, სეგუნდა დივიზიონის გუნდებში თამაშობდა (ალმერია, გრანადა, ალბასეტე). 32 წლის
ცვლილებათა ქარი
სეზონის დასრულების შემდეგ ეს უკვე მეცხრე (!) შემთხვევაა, როცა ლა ლიგის გუნდმა მწვრთნელი გამოიცვალა.
4 ივნისს "ვალენსიაში" ერნესტო ვალვერდეს ნაცვლად მიროსლავ ჯუკიჩი მივიდა;
8 ივნისს ფილიპ მონტანიეს ნაცვლად "რეალ სოსიედადში" ხაგობა არასატე დანიშნეს; იმავე დღეს აბელ რესინო "სელტაში" ლუის ენრიკემ შეცვალა; 10-ში ხოაკინ კაპაროსი "ლევანტეში" ხუან იგნასიო მარტინესის ნაცვლად მივიდა; 14-ში ბერნდ შუსტერმა "მალაგაში" მანუელ პელეგრინი შეცვალა; 3 დღის შემდეგ "ლევანტედან" წასული მარტინესი "ვალიადოლიდში" დაინიშნა; 21 ივნისს მარსელო ბიელსას ნაცვლად "ბილბაოს" ხელმძღვანელობამ ერნესტო ვალვერდე მიიწვია; 25 ივნისს მადრიდის "რეალს" დაედგა თავი: ჟოზე მოურინიო კარლო ანჩელოტიმ შეცვალა და აი, "ალმერიაში" ფრანსისკო როდრიგესი ვიხილეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ალმერიას" ფეხბურთელებმა ლა ლიგაში დაბრუნება პრეზიდენტის ჯაკუზიში ჩაგდებით აღნიშნეს