ოფიციალურად: დავიდ ვილია "ატლეტიკოში" გადავიდა

AutoSharing Option
8 ივლისს ესპანეთში მნიშვნელოვანი ტრანსფერი გაიჩარხა - "ბარსელონამ" 31 წლის დავიდ ვილია მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვა. ეს ტრანსფერი უკვე დაადასტურა "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა.

"ბარსელონა" და "ატლეტიკო" შეთანხმდნენ დავიდ ვილიას ტრანსფერზე. გარიგება "ბარსას" მაქსიმუმ 5,1 მილიონ ევროს მოუტანს: 2,1 მილიონი ამ სეზონში, 2 მომდევნოში (თუკი ვილია დარჩება "ატლეტიკოში") და ერთიც შემდგომ სეზონში. ამასთან, "ბარსა" იტოვებს ფეხბურთელის სავარაუდო გაყიდვიდან 50% წილს.

ვილია, რომელიც "ბარსელონას" 2010 წელს შეუერთდა, 119-ჯერ გაისარჯა კლუბისთვის და 48 გოლი გაიტანა"
, - ვკითხულობთ კატალონიელთა ოფიციალურ საიტზე.

"ელ გუახეს" ახლა სამედიცინო
შემოწმება ელის, რომლის გავლის შემდეგ, ის "ატლეტიკოსთან" ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

"სპორტინგის", "სარაგოსას", "ვალენსიას" და "ბარსელონას" შემდეგ მადრიდული კლუბი მეხუთეა დავიდის კარიერაში.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "ატლეტიკოს" დავიდ ვილია სურს
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ტრანსფერია. ბარსასთვისაც, ატლეტიკოსთვისაც და ვილიასთვისაც.
დუდუ
01:03 09-07-2013
0

სიახლეები პოპულარული