სეზონი დაიწყება 17 აგვისტოს და დასრულდება 18 მაისს. "ბარსელონა" ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.
ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, როდის შედგება სეზონის ორი "ელ კლასიკო". პირველი "კამპ ნოუზე" 26 ან 27 ოქტომბერს გაიმართება, საპასუხო - "სანტიაგო ბერნაბეუზე" 22 ან 23 მარტს.
პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი ვალენსიის "ლევანტეს" მასპინძლობს, მადრიდის "რეალი" კი სევილიის "ბეტისს" უმასპინძლებს. I ტურში კიდევ ორი საინტერესო დაპირისპირებაა: "ვალენსია"-"მალაგა" და "სევილია"-"ატლეტიკო".