რაულ გონსალესი მადრიდის "რეალში" კიდევ ერთ ტაიმს ითამაშებს

AutoSharing Option
22 აგვისტოს რაულ გონსალეს ბლანკო კიდევ ერთხელ მოირგებს მადრიდის "რეალის" მაისურას.

სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასისთვის ბრძოლაში "რეალის" მეტოქე ყატარული "ალ სადი" იქნება, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობს 36 წლის ვეტერანი.

გადაწყდა, რომ 45 წუთს რაული "ბლანკოსის" შემადგენლობაში ითამაშებს, მეორე 45 წუთს კი - "ალ სადის".

რაულმა მადრიდის "რეალი" 2010 წელს დატოვა, ის "შალკეში" გადავიდა. "სამეფო კლუბში" მან 16 სეზონი გაატარა და 700-ზე მეტი ოფიციალური მატჩი ითამაშა.

ასევე იხილეთ:
ევროპის საუკეთესო გოლეადორები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული