"ბარსელონა" სერხიო აგუეროს ყიდვას აპირებს

AutoSharing Option
ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ "ბარსელონა" უახლოეს ხანებში წინადადებით მიმართავს "მანჩესტერ სიტის" - კატალონიურ გრანდს არგენტინელი ფორვარდის, სერხიო აგუეროს შეძენა სურს.

მას მერე, რაც "ბარსამ" დავიდ ვილია, პრაქტიკულად, უფასოდ (5 მილიონი ევრო) გაუშვა მადრიდის "ატლეტიკოში", გუნდს ფორვარდი ესაჭიროება.

ტიტო ვილანოვა კი 25 წლის აგუეროს დიდი ფანია და მას დიდი ხანია, სურს არგენტინელის გადაბირება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში გადასვლამდე აგუერო "ატლეტიკოში" თამაშობდა.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონაში" დავიდ ვილია შესაძლოა სერხიო აგუერომ შეცვალოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული