დავიდ ვილია: ღმერთმა ქნას, აქაც ისეთივე ბედნიერი ვიყო, როგორც "ბარსელონაში"

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ახალწვეულის, დავიდ ვილიას წლიური ხელფასის ოდენობა გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ვილიას ტრანსფერი 5.1 მილიონი ევრო დაჯდა, რომელსაც "ატლეტიკო" "ბარსელონას" ეტაპობრივად გადაუხდის.

კონტრაქტის თანახმად, 31 წლის ფეხბურთელი წელიწადში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

გარდა ამისა, თუ ჩავთვლით ბონუსებს, შესაძლოა, ვილიამ წელიწადში 6.5 მილიონი ევროც აიღოს. ზუსტად ამდენს ღებულობდა ფორვარდი "ბარსელონაში" თამაშის დროს.

ვილიას ოფიციალურად "ატლეტიკოში" 15 ივლისს წარადგენენ.

"მხოლოდ მადლიერების სიტყვები მაქვს "ბარსელონასთვის" მისი სიყვარულისა და პატივისცემის გამო ჩემდამი.

მიხარია, რომ ასეთ გუნდში სამი წელი ვიყავი და ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებდი.

"ბარსელონასთან" პრეტენზიები არ მაქვს, რადგან მათ გამიადვილეს "ატლეტიკოში" გადასვლა.

ღმერთმა ქნას, აქაც ისეთივე ბედნიერი ვიყო, როგორც "ბარსელონაში" ვიყავი. "ატლეტიკოს" გამარჯვებულის ხასიათი აქვს, ამაზე მისი ბოლოდრო
ინდელი ტიტულები მეტყველებს", - თქვა ვილიამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული