მადრიდის "რეალი" ლუის სუარესის სანაცვლოდ 46,5 მილიონს იხდის

AutoSharing Option
ინგლისური პრესა ირწმუნება, რომ მადრიდის "რეალი" ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ "ლივერპულისგან" ურუგვაელი ლუის სუარესი იყიდოს.

წყაროს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" მზადაა, "ლივერპულს" სუარესის სანაცვლოდ 46,5 მილიონი ევრო შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ სუარესის "ფრონტზე" ბოლო ინფორმაცია "არსენალის" წინადადებას ეხებოდა, მაგრამ "ლივერპულმა" ლონდონელთა შეთავაზებაზე (30 მილიონი ფუნტი) უარი თქვა.

სხვათა შორის, მადრიდის "რეალის" გულშემატკივართა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფორვარდის დამატებას მათ ურჩევნიათ, "რეალმა" გარეთ ბეილი შეიძინოს.

ასევე იხილეთ:
უარი ლონდონის "არსენალს" - ლუის სუარესი არ იყიდება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული