წყაროს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" მზადაა, "ლივერპულს" სუარესის სანაცვლოდ 46,5 მილიონი ევრო შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ სუარესის "ფრონტზე" ბოლო ინფორმაცია "არსენალის" წინადადებას ეხებოდა, მაგრამ "ლივერპულმა" ლონდონელთა შეთავაზებაზე (30 მილიონი ფუნტი) უარი თქვა.
სხვათა შორის, მადრიდის "რეალის" გულშემატკივართა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფორვარდის დამატებას მათ ურჩევნიათ, "რეალმა" გარეთ ბეილი შეიძინოს.
ასევე იხილეთ:
უარი ლონდონის "არსენალს" - ლუის სუარესი არ იყიდება!